пятница, 13 марта 2009 г.

ქარხანა

ჩვენს უბანში ბევრი მნიშვნელოვანი ობიექტია. მათ შორისაა ქარხანა, რომელიც ჩვენი უბნის ბოლო მონაკვეთზეა აშენებული. ერთ დროს აქ უწყვეტად მუშაობდა წარმოება. ეხლა სიწყნარეს დაუსადგურებია. ჩვენმა გუნდმა ინფორმაცია მოვაგროვეთ ქარხნის შესახებ. ავიღეთ ინტერვიუ იქ ადრე მომუშავე ადამიანებისგან, სურათები გადავუღეთ უკვე ნახევრად დანგრეულ საწარმოს.
ქუთაისის არამადნეული მასალების ქარხანა დაარსდა 1965 წელს, ყოფილი კირის ქარხნის ბაზაზე. კირის ქარხანა არსებობდა გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან. ჯერ კიდევ 1930 წელს აქ დასაქმებული იყო ზედა საფიჩხიის მოსახლეობის 60%. იმ დროისათვის არსებულ სკოლას ხელშეკრულება ჰქონდა დადებული ქარხნის ადმინისტრაციასთან და უფროსი კლასელი ვაჟები გარკვეული პერიოდი მუშაობდნენ ხოლმე ქარხანაში.
1937 წლიდან საწარმო გაფართოვდა. გერმანელების მიერ გაკეთდა პროექტი და გერმანელი ტყვეები მუშაობდნენ ომის შემდეგ მის მშენებლობაზე. ეს ქარხანა აწარმოებდა ღორღს, პროდუქცია იგზავნებოდა საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში. სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფდა სოფლებს კირით, რათა შეეწამლათ სასოფლო-სამეურნეო კულტურები. გამოიყენებოდა კირი სასმელი წყლის გასაწმენდად. ღორღი გამოიყენებოდა მშენებლობებზე. აქვე ხდებოდა ქვის მოჭრა და გაზიდვა ჯებირების ასაშენებლად და რკინიგზის გასამაგრებლად.
ქარხანაში დასაქმებული იყო 200 ადამიანი. მუშაობდნენ ძირითადად უბნის მაცხოვრებლები. ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა 1994-95 წლებში. დღესდღეობით აქაურობა განადგურებულია, გაძარცვულია, იმედია ვინმე მიაქცევს ყურადღებას და რამე საინტერესო აშენდება და გაკეთდება უბნისათვის.




რკინიგზა

ჭახათაში გადის ქუთაისი-ტყიბულის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც ჯერ კიდევ ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით გაიყვანეს. ერთ დროს ამ რკინიგზას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ გზით ტყიბულის ქვანახშირის მაღაროებში მოპოვებული ქვანახშირი გადიოდა საქართველოს საზღვრებს გარეთ. დღეს მხოლოდ ერთი სამგზავრო ვაგონი დადის, ისიც ხანდახან. ჩვენ სასეირნოდ ხშირად დავდივართ რკინიგზაზე.